აირჩიეთ იდენტიფიკაციის მეთოდი
WorkNet - ეს არის
ელექტრონული სივრცე, რომელიც შეიქმნა სახელმწიფოს გადაწყვეტილებით და ხელშეწყობით.

პორტალი, სადაც უნდა დარეგისტრირდეთ

პროგრამა, რომელიც გაძლევთ განვითარების შესაძლებლობას და გაწვდით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას.
 
WorkNet პერსონალურად თქვენთვის
თქვენ ხართ პროფესიონალი და გსურთ მუდმივად ადევნოთ თვალყური პროფესიულ სფეროში მიმდინარე სიახლეებს, მოიძიოთ განვითარების შესაძლებლობები - დარეგისტრირდით.

თუკი ახალი სამსახურის ძიებაში ხართ, გსურთ დასაქმდეთ თქვენთვის საინტერესო სფეროში და გაინტერესებთ რა ვაკანსიებია ქვეყანაში, გაერთიანდით worknet-ში, გააგებინეთ თქვენი შესაძლებლობები და სურვილები დამსაქმებლებს.
 
დამსაქმებლებისთვის
შეგიძლიათ შექმნათ და მართოთ თქვენი გვერდი Worknet-ში.
მოიძიოთ სასურველი ადამიანური რესურსი ქვეყნის მასშტაბით
ვაკანსიასთან დაკავშირებით. მოიპოვოთ სტატისტიკური მონაცემები
შრომის ბაზრის შესახებ. მონაწილეობა მიიღოთ პროფესიული
კომპეტენციებისა და უნარების ფორმირებაში. შრომის ბაზრის
მოთხოვნილებების შესაბამისად გადამზადებული ადამიანური
რესურსი გამოიყენეთ ბიზნესის წარმატებისთვის.
 
რეკრუიტერებისთვის
რეკრუიტერს worknet-ი გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ და
მართოთ საკუთარი გვერდი; მოიძიოთ და გააანალიზოთ ქვეყნის
მასშტაბით არსებული ინფორმაცია სამუშაო ძალის შესახებ
სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, განავითაროთ და
შესთავაზოთ მომსახურება დაინტერესებულ მომხმარებელს.
 
განათლება დასაქმებისთვის
worknet-ი მნიშვნელოვანია განათლების პროვაიდერებისთვისაც. თუ
თქვენ გსურთ გაეცნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს კონკრეტული
პროფესიებისა და პოზიციების მიხედვით, შეიმუშავოთ და შესთავაზოთ
საგანმანათლებლო პროგრამა თუ ტრენინგი დაინტერესებულ პირებს,
შექმენით საკუთარი გვერდი პორტალზე.
 
WorkNet - მომსახურება უფასოა ყველა მომხმარებლისთვის